პარლამენტთან 2019 წლის 20 ივნისს დაზარალებულების აქცია მიმდინარეობს. სამოქალაქო აქტიივისტები და პოლიტიკოსები ამნისტიის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.
აქციის ერთ-ერთი მონაწილეს ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ამნისტიის შესახებ კანონი არის ოკუპაციისა და კოლაბორაციონიზმის გაგრძელება და მოქალაქეები ამას არ შეეგუებიან.
"დღეს, როდესაც საქართველოს პარლამენტში ორი მოსმენით მიღებულია კანონპროექტი, რომელიც ამ გამოუძიებელ დანაშაულებრივ ფაქტზე ამნისტიას აცხადებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სწორედ 20 ივნისს აქციაზე პატრიოტული მოტივით მდგარმა დემონსტრანტებმა, კიდევ ერთხელ ვუთხრათ ყველა პოლიტიკურ ძალას, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ 20 ივნისი ვერ გადაიწერება, აქციის დარბევა ოკუპანტის საამებლად არავის შერჩება", - ამბობენ აქციის ორგანიზატორები.
გავრილოვის ღამიდან 2 წელი გავიდა.
2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტები წყლის ჭავლის, რაკეტისებრი და რეზინის ტყვიების და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.
აქციის მონაწილეები რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტს და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სხდომის რუსულ ენაზე წაყვანის მცდელობას აპროტესტებდნენ.
ამავე თემაზე >> გავრილოვის ღამიდან 2 წელი გავიდა.